დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილეა!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის წინ, 1918 წელს დაარსდა იმ დროის და საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე გამორჩეული პიროვნებების თაოსნობით.


უნივერსიტეტის დაფუძნება იყო არა მხოლოდ აკადემიური და ინტელექტუალური თავისუფლების გამოცხადება, არამედ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენისკენ გადადგმული პირველი დიდი ნაბიჯი.


შექმნიდან უნივერსიტეტი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს ცხოვრებაში და შეიძლება ითქვას, რომ მისი ისტორია ირეკლავს ქართული განმანათლებლობის ისტორიასაც.


კომაროვის სკოლა ულოცავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პროფესორებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციას, მოქმედ და ყოფილ თანამშრომლებს, კურსდამთავრებულებსა და ყველა გულშემატკივარს 100 წლის იუბილეს, აფასებს მის უდიდეს მნიშვნელობას საქართველოს ისტორიასა და აწმყოში და წარმატებასა და წინსვლას უსურვებს!


ზემოთ